04/02/2022
15:52
მსოფლიო
„სამწუხაროდ, დასავლეთს აქამდე არანაირი წვლილი არ შეუტანია ამ საკითხის მოგვარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მხოლოდ აუარესებენ სიტუაციას. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ საკითხთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას იმიტომ, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე დავინახე, რომ ჩვენ უკვე გვქონდა შეთანხმება ამ საკითხებზე. ამ დროისთვის ევროპაში სერიოზული პრობლემაა ამ საკითხის მოგვარების კუთხით. როდესაც შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას ვაკვირდებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ ვერ შეძლო ამ პროცესისადმი დადებითი მიდგომის გამოვლენა. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე ჯერჯერობით შედეგისკენ პროგრესი არ დაფიქსირებულა. ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის დასრულებაში.
„უკრაინასა და რუსეთს შორის კრიზისის აღმოფხვრაში ევროპის ლიდერობა დიდ ეჭვებს იწვევს. დღეს ევროპაში ისეთი ლიდერის არსებობის პრობლემაა, რომელსაც დაძაბულობის შემცირებაში წვლილის შეტანა შეუძლია. ადრე ასეთ ნაბიჯებს ანგელა მერკელი დგამდა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, კრიზისების აღმოფხვრის გასაღებებს პოულობდა. დღეს ასეთი ლიდერები არ არიან. სხვა პოლიტიკოსების ხსენებაც კი არ ღირს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
0
0