11/06/2022
10:28
მსოფლიო
ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა ესტონეთის პრემიერმინისტრთან, კაია კალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მხოლოდ იმ პირობით უნდა მიენიჭოს, თუკი ის სხვა განმცხადებლებსაც მიენიჭებათ.
ნეჰამერის განმარტებით, ეს წინადადება არა მისგან, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგან წამოვიდა. მისი თქმით, ემანუელ მაკრონმა დისკუსიისგან სამართლიანობა მოითხოვა და ასევე გაიხსენა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, თურქეთის კანდიდატის სტატუსის ეტაპი, რომელიც 59 წელია გრძელდება.
ხოლო, ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კალასმა ავსტრიისა და საფრანგეთის ინიციატივაზე ევროკავშირში გაწევრიანებამდე "მოსამზადებელი ზონის" შესახებ თქვა, რომ მნიშვნელოვანია სიტუაცია არ გართულდეს. კალასის აზრით, ყველა სახელმწიფოს, რომელიც კანონის უზენაესობასა და დემოკრატიის პრინციპებს იცავს, შანსი უნდა მიეცეს.
"ჩვენ ეს სახელმწიფოები განზე არ უნდა გავწიოთ". - თქვა კალასმა.
0
0