უკრაინას ევროკავშირის წევრობის ალტერნატივა არ სჭირდება - ზელენსკი
29/05/2022
09:42
მსოფლიო
A-
+A
უკრაინისთვის მიუღებელია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული ვარიანტი „ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივის“ შესახებ, - წერს უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც მაკრონის შეთავაზებას ეხებოდა, ზელენსკიმ თქვა: „არა, არ მგონია, რომ ეს მისაღებია. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ ამ ქვეყნებისგან მხოლოდ მხარდაჭერა გვჭირდება, ჩვენ არ გვინდა ალტერნატივა“.
მან დასძინა, რომ ასეთი ინიციატივა ჰოლანდიისა და გერმანიის ლიდერებსაც ჰქონდათ.
„ვფიქრობ, მათ აქვთ საკუთარი ვარაუდები ამის შესახებ, ეს მათი საერთო ვარაუდია. ჩვენ ეს არ გვჭირდება", - თქვა პრეზიდენტმა.
0
0
304
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%