17/10/2024
16:27
მსოფლიო
უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატო-ს წევრი ვიქნებით, - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამის შესახებ მან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი - უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა - უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატო-ს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს ნატო-ს ქვეყნები არ იბრძვიან, სწორედ ამიტომ, უკრაინა ნატო-ს ირჩევს და არა ბირთვულ იარაღს.
„მჯერა, დონალდ ტრამპმა მომისმინა, მან თქვა: „თქვენ სამართლიანი არგუმენტები გაქვთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0