უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი დაიბრუნა
19/10/2024
10:42
მსოფლიო
A-
+A
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი დაიბრუნა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„ჩვენი 95 მებრძოლი კვლავ სახლშია. ჯარისკაცები, რომლებიც მარიუპოლსა და „აზოვსტალს“, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქებს იცავდნენ. ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა რუსეთის ტყვეობიდან თავის ხალხს იხსნის, ჩვენ იმ დღეს ვუახლოვდებით, როდესაც თავისუფლება ყველას დაუბრუნდება, ვინც რუსეთის ტყვეობაში იმყოფება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბმა“ ტყვეების გაცვლის ორგანიზებისას გაწეული დახმარებისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობა გადაუხადა.
0
0
77
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%