26/08/2022
17:53
მსოფლიო
ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს უკრაინამ ომის დანაშაულებისთვის ბრალი წაუყენა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. წერს უკრაინული მედია.
ამასთან, გარდა რამზან კადიროვისა, უკრაინულმა მხარემ ომის დანაშაულისთვის ბრალი კადიროვის ორ თანამზრახველსაც წაუყენა.
ესენი არიან დანიელ მარტინოვი, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების სამმართველოს უფროსის მოადგილე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში და და რუსეთის ფედერაციის 46-ე ცალკეული მოტორიზებული ბატალიონის „სამხრეთის“ ტაქტიკური ჯგუფის 249-ე მეთაური ჰუსეინ მეჟიდოვი.
„დოკუმენტირებულია, რომ 2022 წლის თებერვალ-მარტში კადიროვი პირადად აკონტროლებდა ამ ქვედანაყოფების ინდივიდუალური სამხედრო ოპერაციების შემუშავებისა და დაგეგმვის ბრძანებებს გასცემდა, უსმენდა მათი ლიდერების მოხსენებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, კადიროვის მარჯვენა ხელი დანიელ მარტინოვი 5 მარტს პირადად ხელმძღვანელობდა ბოროდიანის ფსიქონევროლოგიური პანსიონის აღებას.
მისი ბრძანებით, მძევლად აიყვანეს 500-მდე ადამიანი, მათ შორის ასზე მეტი საწოლს მიჯაჭვული ადამიანი იყო.
უკრაინული მედიის ცნობით, ორივე „სამხედრო თანამდებობის პირს“ ბრალად ედება მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, არაადამიანური მოპყრობა, რამაც უკრაინელი მძევლების გარდაცვალება გამოიწვია.
ჰუსეინ მეჟიდოვის ბრძანებით, 25 თებერვლიდან 13 მარტამდე პერიოდში, გოსტომელის თითქმის ორასი მცხოვრები უკანონოდ აიყვანეს მძევლად და სარდაფებში გამოამწყვდიეს. გარდა ამისა, მეჟიდოვს ბრალად ედება მშვიდობიანი მოსახლეობის და ობიექტების ძარცვა.
რაც შეეხება კადიროვს, წაყენებული მუხლების თანახმად, მას 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0