12/05/2023
13:12
ეკონომიკა
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ ფონზე, როდესაც სხვა ქვეყნები საქართველოსგან რუსეთთთან ურთიერთობების გამკაცრებას ითხოვენ, რუსეთთან ომის ფონზე, რუსული გაზის ტრანზიტიდან მიღებულმა უკრაინის შემოსავლებმა 570 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„ფაქტია, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ღირებულებებისა და შეხედულებების გადაფასება გამოიწვია. სამწუხაროდ, ჩვენდა მოულოდნელად საქართველო ამ გადაფასებების ეპიცენტრში მოხვდა და ზოგნი ფიქრობენ, რომ საქართველო უნდა იყოს ამ გადაფასებების მედროშე. საქართველოს წილი რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 0.3%-ს შეადგენს. ევროკავშირის - 32%, თურქეთის - 8%, აშშ-სი კი -2%.
გასულ წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 5.9%-ით გაიზარდა და 258,7 მლრდ ევრო შეადგინა. ცალკე იმპორტი ევროკავშირში რუსეთიდან გაზრდილია 24%-ით და შეადგინა 203 მლრდ ევრო.
ყველაზე საინტერესო მაინც რუსეთთან ომის ფონზე უკრაინის შემოსავლებია რუსული გაზის ტრანზიტიდან მიღებული - 570 მლნ აშშ დოლარი. საინტერესო ციფრებია ბევრი რამის საილუსტრაციოდ. როგორც ჩანს, ვიღაცები იმას, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, სხვა სახელმწიფოებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა“, - წერს ანგურიძე.
0
0