25/06/2022
22:27
მსოფლიო
უკრაინის ხელისუფლება ისრაელის ხელისუფლების საპასუხოდ განიხილავს, რომ ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ისრაელში ევგენი კორნიჩუკმა განაცხადა.
საკითხი დღის წესრიგში მას შედეგ დადა, როცა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ ისრაელმა უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
უკრაინელის დიპლომატის თქმით, ბოლო პერიოდში ისრაელიდან უკრაინელების სერიოზული გადინება დაფიქსირდა. ამრიგად, მხოლოდ გასულ თვეში 5000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.
„ეს არის ისრაელის ნოუჰაუ, მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ უფიქრია უკრაინელებისთვის ვიზების შემოღება 24 თებერვლის შემდეგ. კანადამ და ირლანდიამ, პირიქით, ცალმხრივად უარი თქვეს ვიზებზე. რუსეთის მოქალაქეები შედიან ისრაელში შეზღუდვების გარეშე, ბელორუსის მოქალაქეებიც და უკრაინის მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზები გამოიგონეს.
ჩვენ ახლა განვიხილავთ, შევაჩეროთ თუ არა უვიზო რეჟიმი ისრაელის მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, ისრაელი აღარ განიხილავს უკრაინელების სამკურნალოდ მოწვევას, თუმცა რუსეთის მოქალაქეებს უპრობლემოდ უშვებენ“, - განაცხადა ელჩმა.
0
0