09/10/2024
18:17
მსოფლიო
თურქეთში უკრაინის ელჩის, ვასილ ბოდნარმის განცხადებით, უკრაინა მიმდინარე წლის ახალი სამშვიდობო სამიტის ორგანიზებას გეგმავს, რომელიც ამჯერად რუსეთის დასწრებასაც ითვალისწინებს, თუმცა შეხვედრაზე მოსკოვთან რაიმე პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკება გამორიცხულია.
"ამ სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ფორმატზე, სადაც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან და უკრაინა მოუსმენს რუსეთის მოთხოვნებს. აი, რას ვხედავთ ახლა: საერთაშორისო თანამეგობრობა, უკრაინასთან ერთად, დაჯდება და შეადგენს ჩამონათვალს, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად და განიხილავენ, რა სახის მოთხოვნები უნდა წაუყენონ რუსეთს ამ ჩამონათვლის საფუძველზე. ეს არ იქნება პირდაპირი ორმხრივი შეხვედრა, დიდი ალბათობით, ეს შედგება ისეთ ფორმატში, სადაც მესამე მხარეც მიიღებს მონაწილეობას და (მოლაპარაკებები) წარიმართება მესამე მხარეების მეშვეობით. ვიმედოვნებთ, რომ ამ სამიტს წლის ბოლომდე ჩავატარებთ.
თურქეთი, რომელიც ომის ფონზე მეგობრული კავშირების შენარჩუნებას ცდილობს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, სამიტის მნიშვნელოვანი მონაწილე იქნება", - განაცხადა ვასილ ბოდნარმა ანკარაში გამართულ ბრიფინგზე.
0
0
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024