21/01/2022
18:39
მსოფლიო
მისი თქმით, დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს და რუსეთს მასზე თავდასხმა ძვირად დაუჯდება.
„პირველ რიგში, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან დიდი კოორდინაციით ჩვენს პარტნიორებთან ერთად და რუსეთისთვის გავხადეთ მკაფიო, თუ რა მოჰყვება უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო განახლებულ აგრესიას და ის, რომ უკრაინა ვაჭრობის საგანი არ არის.
ამავე დროს ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ დიდი რაოდენობით თავდაცვითი საშუალებები, ეს იყო ყველაზე დიდი დახმარება 2014 წლის შემდეგ, ნატოს წევრები და პარტნიორებიც იგივეს აკეთებენ და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედება მხოლოდ წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენების ფონზე შეიძლება მოხდეს, უკრაინა არ არის ნატოს წევრი, თუმცა ჩვენ მის მხარდაჭერას სხვადასხვა საშუალებებით გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბლინკენმა.
ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე გაიმართა.
შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.
0
0