უკრაინა უნგრეთთან ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან იქ არაფერია ნათქვამი ნატოზე - ზელენსკი
08/11/2024
09:18
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის ხელისუფლება უნგრეთთან თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან იქ არაფერია ნათქვამი ბუდაპეშტის მხარდაჭერაზე კიევისადმი ნატოში ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მხარეებმა ორმხრივ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყეს, როცა კიევს ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მიერ მხარდაჭერა უკრაინისადმი ევროკავშირის გზაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ნატოს გზაზე. დღესდღეობით დოკუმენტში არ წერია უნგრეთის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ნატოს გზაზე. და რადგან ეს არ წერია, დოკუმენტი არ იქნება ხელმოწერილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0
56
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%