27/02/2022
10:45
მსოფლიო
"მტერი ცდილობდა ჩვენს ქალაქებში შეჭრას, მაგრამ ქალაქ კიევს, ქალაქ ჩერნიგოვს, ქალაქ მარიუპოლს, ქალაქ ხარკოვს უკრაინა სრულიად აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსები აგზავნიან თავის დივერსიულ ჯგუფებს და ისინი ესვრიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ყველა ჩვენს ქალაქს ვიცავთ" - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვადიმ დენისენკო.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
0
0