28/03/2022
13:46
მსოფლიო
„კომპანიები, რომლებმაც რუსული ბაზარი დატოვეს, იმსახურებენ უკრაინელებისა და ხალხის პატივისცემას მთელს მსოფლიოში. უკრაინაში განვითარებული მოვლენებისადმი გულგრილობა და მდუმარე პოზიცია კი დანაშაულში თანამონაწილეობას ნიშნავს. ჩვენი მიზანია - არც ერთი გროში აგრესორი ქვეყნის ბიუჯეტისთვის,“ - თქვა პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი იერმაკმა.
იერმაკმა სხვა კომპანიებს „სწორი არჩევანის გაკეთებისკენ“ მოუწოდა.
„დაუშვებელია სამხედრო დამნაშავეებთან ვაჭრობის წარმოება და სამოქალაქო მოსახლეობის დახოცვით ფულის გამომუშავება“, - განაცხადა იერმაკმა.
ინფორმაციისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბევრმა საერთაშორისო კორპორაციამ შეწყვიტა საქმიანობა (რუსეთში) მრავალ, მათ შორის, ენერგეტიკის, სატრანსპორტო, საფინანსო და ტექნოლოგიურ სფეროში.
გასულ კვირას, საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ საფრანგეთის რამდენიმე ბიზნესგიგანტს რუსული ბაზრის დატოვებისა და „რუსული საომარი მანქანის სპონსორობის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.
0
0