უკრაინა ნამდვილად ლამაზია, მაგრამ რუსეთის არ არის - ვლადიმირ ზელენსკი
08/02/2022
20:10
მსოფლიო
A-
+A
უკრაინა ნამდვილად ლამაზია, მაგრამ რუსეთის არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკი გამოეხმაურა პუტინის განცხადებას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა მინსკის შეთანხმებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მოსწონს, თუ არ მოსწონს უკრაინას ეს შეთანხმება, მან მაინც უნდა მოითმინოს“.
„მოგწონს თუ არ მოგწონს, მაინც მოთმენა მოგიწევს, ჩემო ლამაზმანო“, – განაცხადა პუტინმა.
ზელენსკიმ პუტინის აღნიშნული განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ უკრაინა ნამდვილად ლამაზმანია, მაგრამ სიტყვა „ჩემო“ ზედმეტია.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ უკრაინა ნამდვილად მომთმენია.
„უკრაინა ნამდვილად მომთმენია და ეს მნიშვნელოვანია ევროპისთვის და რუსებისთვისაც. ჩვენი მოთმინების გამო არ ხდება ესკალაცია. ჩვენ არ ვპასუხობთ პროვოკაციებს და ღირსეულად ვიქცევით. ამიტომ მოთმინება არის სიბრძნე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
0
0
442
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%