14/06/2022
10:30
მსოფლიო
უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს იმ პირობით, თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა გერმანული ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ვთხოვ ყველას, ვისაც ასეთი შესაძლებლობა აქვს, დაუკავშირდით ხალხს ოკუპირებულ სამხრეთში, დონბასში, ხარკოვის რეგიონში და უამბეთ მათ უკრაინის შესახებ. ამცნეთ მათ სიმართლე. თქვით, რომ ტერიტორიები იქნება განთავისუფლებული.
უთხარით კირილივკას, ჰენიჩესკს, ბერდიანსკს, მანჰუშს. უთხარი ჰორლივკას, დონეცკს, ლუგანსკს. უთხარით ყველას ხარკოვის რეგიონში, ვინც ჯერ კიდევ იძულებულია ნახოს რუსეთის დროშა ჩვენს უკრაინულ მიწაზე. უთხარით, რომ უკრაინის ჯარი აუცილებლად მოვა. რა თქმა უნდა, ჩვენს ყირიმსაც გავათავისუფლებთ. უკრაინის დროშა კვლავ იფრიალებს იალტისა და სუდაკის, ჯანკოისა და ევპატორიას თავზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0