26/02/2022
18:28
ომი უკრაინაში
„რუსული პროპაგანდა რელსებიდან გადავიდა და სპეკულირებს, თითქოს უკრაინა ემზადება რუსეთის ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ ჩამოსაგდებად. ეს არის ავადმყოფური სიყალბე. უკრაინას არ აქვს ატომური იარაღი და არ ახორციელებს რაიმე მუშაობას მის შესაქმნელად. ჩვენ ვართ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების პასუხისმგებლობის მქონე წევრები“, – განაცხადა კულებამ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს, უკრაინამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საკუთარი ბირთვული არსენალი რუსეთს გადასცა, სანაცვლოდ კი რუსეთისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან და გაერთიანებული სამეფოსგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო.
მანამდე, ერთი წლით ადრე, რეალიზმის სკოლის წარმომადგენელმა, ჯონ მირშაიმერმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აცხადებდა, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის გარეშე აუცილებლად გახდებოდა რუსული აგრესიის მსხვერპლი.
0
0