30/07/2022
13:36
მსოფლიო
ანგოლაში მაღაროელებმა უკანასკნელი 300 წლის მანძილზე უდიდესი ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს.
ვარდისფერი ბრილიანტი დაახლოებით 170-კარატიანია (34 გრამს იწონის); ის სულ ოდნავ ჩამოუვარდება 182-კარატიან დარია-ი-ნურის ბრილიანტს, რომელიც ირანის ეროვნული საგანძურის მუზეუმში ინახება.
ახალ ბრილიანტს “ლულო როუზი” შეარქვეს, რადგან ის ანგოლას ჩრდილოაღმოსავლეთში მდებარე ლულოს მაღაროში აღმოაჩინეს, განაცხადა ლუკაპას ბრილიანტის კომპანიამ, რომელიც ლულოს გარდა კიდევ ერთ მაღაროს ფლობს ანგოლაში.
2015 წლის შემდეგ, ლულოს მაღაროში მინიმუმ 100-კარატიანი 27 ბრილიანტი აღმოაჩინეს, რომელთა შორის ანგოლაში ნაპოვნი უდიდესი ბრილიანტიც არის - 404-კარატიანი “4 თებერვლის ქვა”, რომელიც 2016 წელს 16 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.
ვარაუდობენ რომ “ლულო როუზი”, ლულოს მაღაროში ნაპოვ ბრილიანტებში სიდიდით მეხუთე, კიდევ უფრო ძვირად გაიყიდება.
ვარდისფერი ბრილიანტები მეტად იშვიათები არიან და მეცნიერებმა ჯერად არ იციან რა აძლევს მათ თავისებურ ვარდისფერ შეფერილობას.
თუ რამდენად ძვირფასად მიიჩნევა ვარდისფერი ბრილიანტი, “ვარდისფერი ვარსკვლავის” მაგალითი გვიჩვენებს. 132-კარატიანი “ვარდისფერი ვარსკვლავი” 1999 წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. ამ ბრილიანტს ორი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ბოლოს 59-კარატიანი ქვა მიიღეს. 2013 წელს “ვარდისფერი ქვა” აუქციონზე 83 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა, რითაც ბრილიანტი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ძვირფას ქვად იქცა.
“ლულუ როუზის” პირველადი სახე დასამუშავებელია, რაც იმას ნიშნავს რომ შეიძლება საბოლოო პროდუქტის მასა თავდაპირველი მასის ნახევრამდე შემცირდეს, ითქვა განცხადებაში. “ლულუ როუზი” 85-კარატიან ბრილიანტადაც რომ აქციონ, ის მაინც შეძლებს დაამყაროს ყველაზე ძვირადღირებული ქვის ახალი რეკორდი.
ადამიანები ბრილიანტებს ძველი წელთაღრიცხვით 2500 წლიდან აგროვებენ და მათით ვაჭრობენ. ბრილიანტები, თავიანთი გასაოცარი სილამაზისა და იშვიათობის წყალობით, ყოველთვის სასურველ სიმდიდრის და სტატუსის სიმბოლოს წარმოადგენდნენ.
ბრილიანტები მიწისქვეშ, დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 160 კილომეტრით ქვევით, წარმოიქმნებიან, სადაც ნახშირი დედამიწის შიდა ფენების მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებშია მოქცეული. ხანდახან ბრილიანტები ვულკანურ ამოფრქვევებს ამოაქვს ზედაპირზე, მაგრამ მათ მსოფლიოს გარშემო მაღაროებში ეძებენ.
ყოველ წელს ჯამში ერთი 90 მილიონ კარატიანი ბრილიანტის ტოლ სიმდიდრეს პოულობენ, რაც საშუალოდ 300 მილიარდ ამერიკულ დოლარად ფასდება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მაღაროეში სამუშაო პირობები ძალიან საშიშია და იქ მომუშავე მაღაროელები დაუცველები არიან. ეს ინდუსტრია ადგილობრივი ხალხების გადასახლებებთან, მუშათა ექსპლუატაციასთან, გარემოს დაბინძურებასთან, და ადამიანის უფლებების მასობრივ შელახვასთან არის დაკავშირებული.
წყარო: Science Alert
მოამზადა: ანა მთვრალაშილი
0
0