11/06/2024
16:32
ბადაგონი
18 ივნისამდე სულ ცოტა დღე რჩება და ჩვენი მოუთმენლობაც იმატებს — საქართველოს ნაკრებს პირველი ოფიციალური მატჩი აქვს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე.
პირველი შეხვედრა თურქეთის ნაკრებთან გაიმართება, რისთვისაც ფეხბურთელებთან ერთად, გულშემატკივრებიც არანაკლებ ვემზადებით. საგანგებოდ ვარჩევთ ვისთან ერთად ან სად უნდა ვუყუროთ მატჩს — ერთ-ერთ შესაბამის სივრცეს კი „საჭაშნიკე“ გვიქმნის. საქართველოს ნაკრების მატჩების გარდა, აქ მთელი ევროპის ჩემპიონატის ყურებას შეძლებთ.
აქ სტუმრებს დახვდებათ 8 უმაღლესი ხარისხის ეკრანი, ასევე JBL გახმოვანების სისტემა, რომელიც ქალაქში უნიკალურია.
გარდა ამისა, „საჭაშნიკეში“, რომელიც კოსტავას 60 ნომერში მდებარეობს და რესტორნის, პაბისა და გრილის შესანიშნავ ნაზავს წარმოადგენს,
გათვალისწინებულია ფეხბურთის საყურებლად საუკეთესო მენიუ. პირველ რიგში, ვინაიდან ლუდი ყველაზე მეტად უხდება ფეხბურთს, აქ დაგხვდებათ 8 სახეობის ლუდი, რომელიც სპეციალური დანადგარიდან ისხმება. ეს უკანასკნელი ლუდს 3/5 გრადუსამდე აციებს და სტუმრამდე ყველაზე გემრიელი გრადუსის კონდიციაში მიდის.
მენიუში ყველაფერია, რაც სპორტს და ლუდს უხდება. მენიუში ლუდთან მისაყოლებელ და გრილის მიმართულებას განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი, შესაბამისად სპორტულ ჟინს გასტრონომიულ თავგადასავალსაც უმატებს და საბოლოოდ საღამოს „გემრიელად“ ჩატარების გარანტიაა.
გარდა ამისა, „საჭაშნიკეში“ ვიზუალურადაც გაითვალისწინეს ევროპა 2024-ისთვის შესაბამისი განწყობის შექმნა. ამიტომაც, ძალიან ბევრი სპორტული დეტალი გამოიყენეს ინტერიერში, რაც სათანადო, საგულშემატკივრო განწყობის შექმნას ეძღვნება.
მნიშვნელოვან თამაშებზე სტუმრებს სომბოლური და სასიამოვნო საჩუქრები ელოდებათ; რომ აღარაფერი ვთქვათ მატჩის დაწყებამდე საღამოზე, რომლის დროსაც ყველანაირი პირობაა ყველას განწყობა უმაღლეს საგულშემატკივრო ხარისხში ავიდეს, მუსიკალური ფონით, სივრცით, ბევრი ლუდით და ბევრი საინტერესო დეტალით. საქართველოს თამაშების დროს კი, საქართველოს გამარჯვების შემდეგ საჭაშნიკეში განსაკუთრებით დაუსრულებელი ემოციებით აღინიშნება…
0
0