01/05/2024
14:35
ბადაგონი
სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალი ობიექტი გამოჩნდა — „საჭაშნიკე“, რომელიც რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციის სინთეზს წარმოადგენს და პირველი მაისიდან ელოდება სტუმრებს. ის ძველი, ცნობილი საჭაშნიკის ადგილას გაიხსნა, რომელიც 1969 წელს პირველად გამოჩნდა ქალაქში.
ახლა კი მერაბ კოსტავას N60-ში მდებარე ამ ისტორიულ შენობაში კოლორიტული საჭაშნიკის ურბანული ლეგენდები ხელახლა გაცოცხლდება და თანამედროვე პაბის კონცეფციით განაახლებს სტუმრების გამასპინძლებას.
ბუნებრივია, რესტორანი უცვლელი სახელწოდებით აგრძელებს თავის ისტორიას, რადგან უცვლელია მისი ადგილმდებარეობა და შენობა, სადაც ახალ სიცოცხლეს იწყებს. მთავარი ამოსავალი წერტილი კი, მასპინძლობის ძირძველი კულტურის შენარჩუნება და ახლებური სტილის პაბად ჩამოყალიბებაა.
რესტორნის, პაბის და გრილის კონცეფცია სტუმარმასპინლობის ბიზნეს განვითარების სააგენტო „გასტრონავტმა“ შექმნა, მათი ყველა პროექტი კი თანამედროვე და შემოქმედებითი მიდგომებით ხასიათდება, რაც წარმატების გარანტიაა და ეს მათი 10-წლიანი ისტორიის ნაწილია…
„საჭაშნიკეს“ კონცეფცია, ბრენდინგი, გასტრონომიული და სასმლის მენიუს კონცეფცია, მარკეტინგი, ინტერიერი კი ესმა ხეცურიანთან ერთად შიექმნა. ამასთან ერთად, პროექტის მმართველი „გასტრონავტის“ გუნდი, „საჭაშნიკეს“ დამფუძნებელი კი მრავალწლიანი გამოცდილებისა და წარმატების მქონე კომპანია „ბადაგონია“. ისინი ერთად სამომავლოდ ბევრ საინტერესო პროექტს გვპირდებიან.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, „საჭაშნიკე“ იდეალურია ისეთი ვიზიტებისთვის, როგორებიცაა მეგობრული შეკრება, ლუდის ფართო არჩევანიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე პოზიციის დაგემოვნება, ნაბახუსევი, ლუდის მრავალჯერადი დეგუსტაცია და საჭმელი. ამავდროულად, „საჭაშნიკეში“ შეხვდებით უმაღლესი ხარისხის mibrasa-ს გრილს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ობიექტისთვის.
ასევე, სპორტული ღონისძიებების მოყვარულებს აქ უმაღლესი ხარისხის ტელევიზორები და აუდიო სისტემა დახვდებათ — პირდაპირ რეჟიმში უყურებენ ჩემპიონთა ლიგას, მსოფლიო ჩემპიონატებს, UFC-ს, NBA-ს, ოლიმპიადას, ნაპოლის თამაშებს და ა. შ.
დღეიდან თბილისში ისტორიულ რესტორან, პაბ და გრილ „საჭაშნიკეში“ ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური ფანკლუბი შეიქმნა, ნებისმიერ გაწევრიანებულს შეეძლება, გადასცეს და მიაწვდინოს ხმა ხვიჩას.
„ყველა მის თამაშს განსაკუთრებულად ვუგულშემატკივრებთ და ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ ერთად!“
0
0