01/11/2021
19:48
საზოგადოება
„ასე მაგალითად, ამერიკელი ავტორების მიერ 40 000-ზე მეტ კოვიდავადმყოფზე ჩატარებული ძალიან სერიოზული დიდი მულტიცენტრული კვლევის მიხედვით, რემდესივირი სარწმუნოდ ამცირებდა სიკვდილობას – 24 პროცენტით დაავადების მე-14 დღისთვის და 11 პროცენტით – 28-ე დღისთვის (Essy Mozaffari et al.).
რიგი სხვა უახლესი კვლევების მიხედვით, რემდესივირი აგრეთვე ამცირებდა სიკვდილობის ალბათობას „კოვიდ-19“-ით ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში 21 პროცენტიდან 61 პროცენტამდე (Susan A. Olender et al.; Thomas Benfield et al.; Susan A. Olender et al.; Anand P. Chokkalingam et al.; Alan S. Go et al.).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რიგი სერიოზული კვლევების თანახმად, „კოვიდ-19“-ის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტის – იანუს კინაზას ინჰიბიტორის ბარიციტინიბის გამოყენება რემდესივირთან კომბინაციაში „კოვიდ-19“-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ზრდიდა ეფექტიანობას და სარწმუნოდ ამცირებდა გამოჯანმრთელების დროს, ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის ბლოკში მოხვედრის სიხშირეს და სიკვდილობის რისკს (A.C. Kalil et al.; Vincent C Marconi et al.; Fabrizio Cantini et al.).
საქართველოში „კოვიდ-19“-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ რემდესივირს ვიყენებთ 2020 წლის დეკემბრიდან, ხოლო ა.წ. ოქტომბრიდან უკვე დავიწყეთ ბარიციტინიბის გამოყენება რემდესივირთან და/ან სტეროიდებთან კომბინაციაში, რაც, ვფიქრობთ, დიდად შეუწყობს ხელს გამოსავლების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვაქცინაციით დაბალი მოცვის, პირბადეების ტარების დაბალი მაჩვენებლისა და ხალმხრავალი შეკრებების სიმრავლის პირობებში, ძალიან მაღალია „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების და კოვიდაქტიური პაციენტების რაოდენობა.
ზემოთაღნიშნული კვლევების შედეგები და უკვე საქართველოს გამოცდილებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რემდესივირის გამოყენების მიზანშეწონილობას (ბარიციტინიბთან კომბინაციაში ან მის გარეშე) „კოვიდ-19“-ით ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების სამკურნალოდ და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ქვეყნის იმ კოვიდკლინიკებმა, რომლებიც გაუგებარი მიზეზით დღემდე არ იყენებენ რემდესივირს და შესაბამისად, ხელიდან უშვებენ კოვიდპაციენტების მკურნალობის ეფექტიანობის ამაღლებისა და გამოსავლების გაუმჯობესების შესაძლებლობას.
კიდევ ერთი სიახლე:
ა.წ. 22 სექტემბერს კომპანია Gilead-მა გამოაცხადა, რომ მედიკამენტმა რემდესივირმა დადებითი შედეგი აჩვენა მე-3 ფაზის რანდომიზებულ ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში (კვლევა ჩატარდა 105 ლოკაციაზე) დაავადების დამძიმების რისკის მქონე „კოვიდ-19“-ით არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებმაც კოვიდ დამადასტურებელი ტესტი მიიღეს კვლევაში ჩართვამდე მაქსიმუმ ოთხი დღის განმავლობაში, რემდესივირის სამდღიანმა კურსმა სტატისტიკურად სარწმუნოდ – 87 პროცენტით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და აგრეთვე შეამცირა სიკვდილობის რისკი. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ რემდესივირის გამოყენება არაჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ ჯერჯერობით არის საცდელი და მის პრაქტიკაში დანერგვამდე საჭიროა დამატებითი კვლევები“, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.
0
0