03/08/2024
12:10
სპორტი
"გვყავს ოლიმპიური ჩემპიონი, და უკვე 2-ჯერ ოლიმპიური ჩემპიონი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქართული დელეგაციისთვის, ქართული სპორტისთვის, ქართული ძიუდოსთვის, იმიტომ რომ მსგავსი წარმატებული ძიუდოისტი დღემდე არ გვყოლია. ძალიან ბევრ ლაშასნაირ სპორტსმენს ვისურვებდი მე, ჩემი ქვეყნისთვის. არა მარტო როგორც სპორტსმენს არამედ, როგორც პიროვნებას." - ასე აფასებს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი, ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ ასპარეზობების შედეგებს.
რაც შეეხება მედალოსნებს, ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ 81 კილოგრამში, სადაც აბსოლუტური ლიდერი ასპარეზობდა - ტატო გრიგალაშვილი. ამ დეტალებზე და მიზეზებზე დასკვნას, რა თქმა უნდა უფრო სიღრმისეულს გავაკეთებ.
რაც შეეხება მეორე ვერცხლის მედალოსან ილია სულამანიძეს, აქ არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, ძალიან ბევრი ფაქტორია რამაც ხელი შეგვიშალა. შეგვიძლია შეხვედრა გავამართლოთ, უარყოფით კონტექსტშიც ვისაუბროთ დაშვებული შეცდომები, მაგრამ, ასეთი რაღაცები შეიძლება შევაფასოთ არა ოლიმპიურ ფინალში არამედ სხვა შეხვედრებში. ოლიმპიურ ფინალში ასეთი რამე არ უნდა მოხდეს. იმიტომ რომ პირველ რიგში იყო იპონი ის გდება, რაც ილია სულამანიძემ შეასრულა. გარდა ამისა, პროცესში დომინანტი იყო ილია, ყველაფერს ილია ქმნიდა, აბსოლუტური წამყვანი იყო. უბრალოდ დაშვებული შეცდომები, ეს იყო მომენტალური ემოციის ფონზე და დროის გაყვანის მცდელობის მიზნით, ვფიქრობ რომ არ შეიძლებოდა ამის ასე მკაცრად შეფასება. ეს არის წესი. ასე ხდება ოლიმპიურ თამაშებზე და როცა სპორტსმენი ასეთ გზას გადის და ტექნიკური ილეთი აქვს შესრულებული და ქულა მოპოვებული, ასე გაწირვა სპორტსმენის არ შეიძლება.
მთლიანობაში ორგზის ჩემპიონი გვყავს და არ შეიძლება ბედნიერი და კმაყოფილი არ ვიყო. გარდა მაგისა კიდევ ორი ვერცხლის მედალი გვაქვს.
სამწუხაროს ის, რომ ჩვენ ვერ გამოვედით უკეთ ვიდრე ტოკიოში. მაგრამ ეს არის, სპორტია და შევძელით ის, რაც შევძელით. ვულოცავ, დელეგაციას, ვუსურვებ წარმატებებს ყველა სპორტსმენს, მოჭიდავეებს, ბატუტი, მშვენივრად ასპარეზობს ჩვენი ლაშა გურული, ჩვენი იმედი ლაშა ტალახაძე, ყველას ვინც კი მონაწილეობას, წარმატებას უსურვებ.
რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას, იმ პროვოკაციული ქმედებით რაც რინერმა თუშიშვილთან ჩაიდინა და გამოიწვია გურამი... გურამს არ ეყო მოთმინება, რა თქმა უნდა ამხელა მოტივაცია, ოლიმპიური თამაშები, წინ გადაგეღობა, წავაგეთ შეხვედრა, კიდევ დაცინვა, კიდევ ენის გამოყოფა, კიდევ ზემოდან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობოით - დაცინვა, ჩვენ გვაქვს კაცებთან საქმე და მე მოვუწოდებთ პირველ რიგში გუნდში, რომ იყვნენ კაცები, რაინდები და რა თქმა უნდა, დაცინვა მაგათთვის მიუღებელი უნდა იყოს. ვისთვისაც მისაღებია იმის იმედი ვერ გვექნება ჩვენ ტატამზე, იმიტომ რომ მებრძოლები არიან.
არ ვამართლებ, რა თქმა უნდა დანაშაულია, მთლიანობაში მოთმინება გვმართებდა, მაგრამ, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ თუშიშვილის ეს დანაშაული პროვოცირებული იყო რინერის მხრიდან.
ამ ფაქტის გამო დაგვსაჯეს, ისევ დიდი თამაშებიდან გამომდინარე. აგვიკრძალეს ასპარეზობა, ბრინჯაოს მედლის რეალური შანსი გვქონდა და ეს დავკარგეთ. ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ გუნდურ ასპარეზობაშიც ვერ დაგვეხმარება გურამ თუშიშვილი" - განაცხადა ლაშა გუჯეჯიანმა
0
0