15/05/2024
09:20
ეკონომიკა
თურქმენეთი თურქეთს ბუნებრივ აირს აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით მიაწვდის - ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა განაცხადა.
სტამბოლში, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ამ შეთანხმების ფარგლებში აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მარაგებიდან დამატებითი მოცულობა მიეწოდება თურქეთს, ხოლო ნაწილი თურქეთის გავლით - ევროპას. მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ მიღწეულია შეთანხმება თურქმენული ბუნებრივი აირის თურქეთში აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ტრანსპორტირებაზე, - აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ტრანსპორტირებაზე“, - განაცხადა ალფარსლან ბაირაქტარმა.
0
0