02/06/2022
22:09
მსოფლიო
საქართველოს საელჩო თურქეთში, საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს:
"თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ივნისიდან თურქეთის რესპუბლიკაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემომსვლელთათვის მოიხსნა “Covid-19” ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0