თურქეთში მიწისძვრის შედეგად აფხაზური „დიასპორის“ ორი წარმომადგენელი დაიღუპა
10/02/2023
15:20
კონფლიქტები
A-
+A
თურქეთში მიწისძვრის შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთის ორი მცხოვრები დაიღუპა, - ამის შესახებ თურქეთში აფხაზეთის ე.წ. სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ ავიძბამ რადიო Sputnik-ის ეთერში განაცხადა.
ასევე დაშავდა თურქეთში აფხაზური „დიასპორის“ რვა წარმომადგენელი. ამასთან, როგორც ავიძბამ აღნიშნა, აფხაზურ დასახლებაში არც ისე ბევრი შენობა დაინგრა.
„მათ ისტორიულ სამშობლოში, აფხაზეთში, მზად არიან მიიღონ უსახლკაროები. წინა დღით ეს პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თქვა. ჩვენ ეს ჩვენს თანამემამულეებს გადავეცით. ახლა ამ მიმართულებით ვმუშაობთ" - განაცხადა თურქეთში „აფხაზეთის წარმომადგენელმა“.
მან აღნიშნა, რომ „აფხაზური დიასპორის“ წარმომადგენლები სამი დღეა დანგრეული ქალაქების მოსახლეობას მძიმე სატვირთო მანქანებით აწვდიან დახმარებას.
0
0
371
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%