26/02/2022
22:17
ომი უკრაინაში
როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელები საკუთარ მიწაზე არიან და არ აპირებენ ვინმეს რამე დაუთმონ.
„მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინელები ძლიერები არიან, უკრაინელებს შეუძლიათ ბრძოლა, უკრაინელები არიან საკუთარ მიწაზე და არასოდეს არავის არაფერს დაუთმობენ. ვესაუბრე ლიდერებს... იტალიის პრემიერთან საუბარმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.
ლიდერებისგან სრული მხარდაჭერა მივიღე. მადლობა ვუთხარი ჩვენს მეგობარს თურქეთს. პრეზიდენტ ერდოღანს ვუთხარი, რომ შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გემები არ უნდა შევიდნენ. ალიევმა და ერდოღანმა ასევე შემომთავაზეს რუსეთთან მოლაპარაკების ორგანიზება. ამას მხოლოდ მივესალმები.
ჩვენი დიპლომატები მთელი დღე-ღამის განმავლობაში იბრძოდნენ იმისათვის, რომ ევროპის ყველა ქვეყანა დათანხმებოდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომ რუსეთი გარიცხულიყო საერთაშორისო საბანკო ქსელიდან. ამ მხრივ უპირატესობა გვაქვს და ეს ნიშნავს რუსეთისთვის მილიარდობით ზარალს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ მხარეს არის სამართალი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
0
0