თურქეთის საერთაშორისო სახელწოდება შეიცვალა
02/06/2022
12:38
მსოფლიო
A-
+A
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააკმაყოფილა თურქეთის მოთხოვნა უცხო ენებზე ქვეყნის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Anadolu წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ახლა თურქეთის საერთაშორისო სახელწოდება Turkey-ს ნაცვლად Türkiye იქნება. შესაბამისი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, გაეროს ყველა საერთაშორისო ფორუმსა და ოფიციალურ დოკუმენტში Türkiye იქნება გამოყენებული.
ქვეყნის სახელწოდების შეცვლის მოთხოვნით გაეროს გენერალურ მდივანს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მიმართა. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის ბრენდის პრესტიჟის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი.
0
0
421
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%