03/06/2022
16:53
მსოფლიო
თურქეთში უკრაინის ელჩი ვასილი ბოდნარი აცხადებს, რომ თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს ყიდულობენ. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ელჩის თქმით, მან თურქეთის ხელისუფლებას და ინტერპოლს მიმართა დახმარებით თხოვნით, რათა გამოძიებულ იქნას, ვინ არის დაკავშირებული თურქეთის წყლების გავლით მარცვლეულის მიწოდებასთან.
როგორც უკრაინული გამოცემა „უკრაინასკაია პრავდა“ წერს, უკრაინა პარტნიორებთან ერთად განიხილავს საერთაშორისო მისიის შექმნის შესაძლებლობას ექსპორტისთვის უკრაინული პორტების განბლოკვისთვის. ამისთვის კი საჭიროა, რუსეთმა უკრაინის გარშემო აკვატორიაში თავისი ძალები გაიყვანოს და უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს.
8 ივნისს თურქეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტია დაგეგმილი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ლავროვთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იქნება შავი ზღვის გავლით უკრაინული ხორბლის მიწოდებისთვის უსაფრთხოების დერეფნის შექმნა.
0
0