თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ჩვენი პოზიციის შეცვლა შეუძლებელია - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
27/01/2022
10:53
მსოფლიო
A-
+A
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ყირიმში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აზიანებს, ანკარას მკაფიო პოზიცია აქვს და ამ პოზიციის შეცვლა შეუძლებელია.
„თურქეთი თავიდანვე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ გამოვავლინეთ მკაფიო პოზიცია რუსეთის ქმედებების მიმართ, განსაკუთრებით ყირიმში, რომელიც საზიანოა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენი პოზიციის შეცვლა შეუძლებელია,“- აღნიშნა ერდოღანმა.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს უმასპინძლოს.
„თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის მოგვარდეს მანამ, სანამ ის ახალ კრიზისად გადაიქცევა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
0
0
381
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%