14/09/2022
20:30
კონფლიქტები
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას განცხადებით გამოეხმაურა. იტყობინება უცხოური მედია.
თურქეთის პრეზიდენტმა სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდა ესკალაციის მცდარ გზას გადაუხვიოს და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მიზნად დაისახოს.
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხური მხარე თავის დროსა და ენერგიას რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაზე დახარჯავს.
მისი თქმით, ერევანი არ ასრულებს ხელმოწერილი ხელშეკრულებების პირობებს, რაც აგრესიულ პოზიციას ავლენს.
„სომხეთი არ ასრულებს შეთანხმებებს. ერევანმა უნდა გადაუხვიოს ამ მცდარ გზას! სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვეუბნები მთელ მსოფლიოს : თურქეთი მხარს უჭერდა და მხარს დაუჭერს აზერბაიჯანელ ძმებს!“, - აღნიშნა ერდოღანმა.
0
0