16/08/2022
16:12
მსოფლიო
თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან მდებარე პატარა, უსახელო კუნძულზე 38 მიგრანტისგან შემდგარი ჯგუფი, მათ შორის, ორსული ქალი, დაბმული იპოვეს. 22 მამაკაცი, 9 ქალი და 7 ბავშვი ამბობს, რომ ისინი მდინარე ევროსის ტერიტორიაზე ივლისის შუა რიცხვებიდან იმყოფებიან.
საბერძნეთის მიგრაციის მინისტრის განცხადებით, „ჯგუფის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, ხოლო ორსული ქალი უსაფრთხოების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.“
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფის ყველა წევრი (მათივე მტკიცებით) სირიელია. საბერძნეთის ხელისუფლებამ თავდაპირველად განაცხადა, რომ მიგრანტები თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გაურკვევლობა არსებობდა ჯგუფის ადგილმდებარეობის შესახებ და, შესაბამისად, იმის თაობაზე, თუ რომელი ქვეყნისგან ითხოვდნენ ისინი თავშესაფარს - თურქეთისგან თუ საბერძნეთისგან. საბოლოოდ, ისინი საბერძნეთის ტერიტორიის გარეთ, სამხრეთით, დაახლოებით, 4 კმ-ში აღმოაჩინეს.
მიგრანტთა ჯგუფი და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებადამცველი სააგენტოები ამბობენ, რომ კუნძულზე, სულ მცირე, ერთი ბავშვი დაიღუპა, მაგრამ საბერძნეთის პოლიციას ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია.
თავშესაფრის მაძიებელთა უფლებადამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ათასობით ადამიანი, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ, საბერძნეთიდან უკან გააბრუნეს, რამაც ასევე ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა მოჭარბება გამოიწვია. გასულ წელს ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ქვეყანა არღვევს ევროპის ფუნდამენტალურ უფლებებს.
ზოგიერთი ლტოლვილი ამბობს, რომ ისინი იძულებით დააბრუნეს თურქეთის წყლებში.
საბერძნეთის მთავრობა ყოველთვის უარყოფდა ამ პრეტენზიებს და ამტკიცებდა, რომ მისი ქმედებები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო კანონებს.
0
0