14/09/2022
20:17
კონფლიქტები
„თუ აზერბაიჯანი ამბობს, რომ მისი საზღვარი არის იქ, სადაც დგას, მაშინ სომხეთი მის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, თუ აზერბაიჯანი ხელმძღვანელობს შემდგომი პრინციპით „ჩემი საზღვარი არის იქ, სადაც მე ვდგავარ“, ამას სომხეთი წინააღმდეგობას გაუწევს.
„აზერბაიჯანი ამბობს: ორმხრივ ვაღიაროთ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვამბობთ, რომ ამას ვეთანხმებით, მაგრამ, ერთი წუთით, მაგალითად, ის ტერიტორიები, სადაც თავად შეიჭრა, ზემო შორჟა და ა.შ., ვის ტერიტორიულ მთლიანობაშია? თუ აზერბაიჯანი ამბობს, რომ ეს მისი ტერიტორიაა, მაშინ ჩვენ არ ვაღიარებთ მის ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან ეს ჩვენი ტერიტორიაა, ეს არ არის სადავო ტერიტორია.
თუ აზერბაიჯანმა უნდა იხელმძღვანელოს საერთო პრინციპით, რომ „ჩემი საზღვარი არის იქ, სადაც მე ვდგავარ“, ამას წინააღმდეგობას გავუწევთ. თუ ისინი წავლენ და დადგებიან საბჭოთა კავშირის დროინდელ საზღვარზე, რომელიც ლეგიტიმურია, ამ შემთხვევაში ვაღიარებთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას“, - აცხადებს ფაშინიანი.
0
0