22/10/2021
20:19
საზოგადოება
მისივე თქმით, ვაქცინაციის დაბალი ტემპი თუ შენარჩუნდა, სახელმწიფო ისევ იძულებული გახდება, შემოიღოს შეზღუდვები.
„პირადად მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა დადის კარდაკარ, არსად, არცერთ ქვეყანაში ეს არ კეთდება და ცდილობს, დაარწმუნოს ვაქცინაციაში. მიუხედავად ამისა, ბოლო ხუთი დღეა, ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა არის 4-5 ათასი, რაც არის კატასტროფა. აქედანაც ძირითადად მეორადი აცრებია. ეს უკვე ანტივაქსერული განწყობა არ არის. საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას და, საბოლოო ჯამში, ქვეყანას. თუ ასე გაგრძელდა, ისევ იძულებული გახდება სახელმწიფო, რომ შემოიღოს შეზღუდვები. ეს გამოიწვევს მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებას. გარდა ამისა, კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. კატეგორიულად არ ამბობს უარს მოსახლეობა ხალხმრავალ შეკრებებზე და ამას დაემატა პოლიტიკური შეკრებები. მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს, უნდა შემოვბრუნდეთ ვაქცინაციისკენ. ზოგიერთი ანტივაქსერი ექიმის განცხადებებმა, როგორც ჩანს, საშინელი გავლენა მოახდინა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
0
0