23/10/2024
17:13
სამართალი
"ლელოს", კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საპარლამენტო სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე, რომელიც ტრანსგენდერ ქალზე - ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმის გამო დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გამოძიების ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს, უცნობმა მამაკაცმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, - თავში ქვის ნატეხი ჩაარტყა.
“ბრალს არ ვაღიარებ, როგორც ასეთი ძალადობა არ მომხდარა. თვითონ დამარტყა ხელი, მეორე ხელი რომ წამოიღო, დავუკავე, ამ დროს ამოიღო სპრეი და მასხამდა თვალებში, მოგერიების ფარგლებში ვკარი ხელი.
ჩემ ადვოკატთან ერთად ვგეგმავ, რა თქმა უნდა, სარჩელის შეტანას.
ანა დოლიძის განცხადება არის თავის არიდება მხარდაჭერისგან. რაც შეეხება პარტიის წევრობას, პარტია ჩვენი ნებით კი არ დავტოვე, არამედ საარჩევნო კოდექსმა მოითხოვა ასე,“- განაცხადა დავით ფერაძემ "კურიერთან".
ცნობისთვის, ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტზე განცხადება გამოაქვეყნა "პარტია ანა დოლიძე - ხალხისთვის", სადაც აცხადებენ, რომ გმობენ ძალადობას და დავით ფერაძემ 1 თვის წინ, მისი ნებით დატოვა პარტია.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024