22/10/2024
22:42
სამართალი
ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე „ლელოს“ საარჩევნო სიის 52-ე ნომერი, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი დავით ფერაძე დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ნატა ტალიკიშვილს მისთვის უცნობმა მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, თავში ქვა ჩაარტყა. დაკავებული პოლიტიკური პარტია „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წევრი, პარლამენტის წევრობის კანდიდატი, პარტიული სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე აღმოჩნდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ლელოს“ პრესსამსახურსაც, სადაც შემდეგი კომენტარი გააკეთეს:
„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალები ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია. როგორც სამართალდამცველი ორგანოებისგან ვიცით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის ღონისძიებებს და ჩვენც მათგან ველოდებით შესაბამის ინფორმაციას. აქვე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ძალოვან უწყებებს მოვუწოდებთ ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებისკენ. ჩვენც საზოგადოებასთან ერთად ველოდებით შესაბამის საგამოძიებო დასკვნას და გვექნება შესაბამისი პოლიტიკური რეაგირება“.
0
0