06/11/2024
18:27
პოლიტიკა
ტრამპს ჰქონდა აბსოლუტურად მარტივი და ყველასთვის გასაგები ორი მესიჯი: არჩევნების წინა დღეს რესპუბლიკურმა პარტიამ სოციალურ ქსელში დადო ქარდი, სადაც ეწერა „ხმა მიეცით მშვიდობის მომხრე კანდიდატებს“ და მეორე მესიჯი, რაც ასევე გაჟღერებული იყო ტრამპის და მისი ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის მიერ, ეს არის „კეთილდღეობის ოქროს ხანა“. კეთილდღეობა და მშვიდობა, ეს ორი მესიჯი ჰქონდა ტრამპს, რომელსაც ის ყველა წინასაარჩევნო გამოსვლაში აჟღერებდა, - განაცხადა „იმედინიუსის“ საერთაშორისო მიმართულების მთავარმა რედაქტორმა კახა დგებუაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„რეალურად დღეს ორი პრობლემაა, რაც ამერიკელებს აწუხებთ ეს არის ომი, საერთაშორისო არენაზე და ამ ომთან დაკავშირებული საკითხები და მეორე ქვეყნის შიგნით ეკონომიკური პრობლემები.
ამ მესიჯების ხარჯზე და იმის ხარჯზე, რომ ტრამპს უკვე ჰქონდა გამოცდილება უზრუნველეყო მშვიდობა, მაღალი ხელფასები და დასაქმების მაღალი დონე, ამან ტრამპს მისცა უპირატესობა კამალა ჰარისის წინააღმდეგ.
ჩემი აზრით, კამალა ჰარისის ეს რეიტინგი და გაპიარება, ხელოვნურად იყო გაბერილი. მას არ მიუღია სრულფასოვნად წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამ დროს ტრამპი უფრო აქტიური იყო და ახლოს იყო ხალხთან, სწორედ ამ ხალხმა გაამარჯვებინა მას არჩევნებში“, - აღნიშნა კახა დგებუაძემ.
0
0