20/01/2025
18:14
მსოფლიო
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციისთვის რეკორდული თანხა - 250 მილიონი დოლარი მოაგროვა. აღნიშნულის შესახებ ABC News-ი იტყობინება.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის კომიტეტმა ნოემბრის დასაწყისიდან 150 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. მისმა კომიტეტმა 2017 წელს დაახლოებით 107 მილიონი დოლარი შეაგროვა, ხოლო ჯო ბაიდენის კომიტეტმა 2021 წელს დაახლოებით 62 მილიონი დოლარი შეაგროვა.
„არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნავს თავის დაბრუნებას თეთრ სახლში რეკორდული 250 მილიონი დოლარის შემოწირულებებით“, - იტყობინება ამერიკული მედია ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
ინფორმაციისთვის, ტრამპი ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში უკვე ჩაფრინდა. ტრამპმა ჯო ბაიდენის მიერ გაგზავნილი სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავით იმგზავრა. აეროპორტიდან ტრამპი საკუთარ გოლფკლუბში გაემართა, სადაც დაახლოებით 500 სტუმრისთვის გათვლილ საფეიერვერკო შოუს უმასპინძლა.
0
0