ტრამპმა ,,დიფ სთეითის“ შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა
21/01/2025
14:26
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ეხება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ხელისუფლების „იარაღად გამოყენების შეწყვეტას“.
ბრძანების თანახმად, გენერალურმა პროკურორმა უნდა შეისწავლოს ფედერალური მთავრობის უკანასკნელი ოთხწლიანი საქმიანობა წინა ადმინისტრაციის პირობებში - ისეთი სააგენტოების, როგორებიცაა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია და აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია.
,,მთავრობა გამოავლენს ფედერალური მთავრობის მიერ წარსულში ჩადენილ გადაცდომებს, რომლებიც დაკავშირებულია სამართალდამცავებისა და დაზვერვის სამსახურების იარაღად გამოყენებასთან, და მიიღებს შესაბამის ზომებს მათ გამოსასწორებლად,“ - ნათქვამია განცხადებაში.
0
0
341
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%