21/01/2025
20:31
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილ კონგრესმენებს – ლიზ ჩეინის და ადამ კინზინგერს მტირალები უწოდა.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმში საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის მიერ პრეზიდენტობის ბოლო დღეს გამოცემული წინასწარი შეწყალების აქტის შესახებ ისაუბრა, რომელიც ადამ კინზინგერსაც ეხებოდა.
„რატომ ვეხმარებით ამ ადამიანებს? რატომ ვეხმარებით ლიზ ჩეინის? ლიზ ჩეინი არის კატასტროფა. ის არის მტირალა მთვარეული და მტირალა ადამ კინზინგერი? ის სუპერ მტირალაა. არასდროს მინახავს ეს ტიპი, არ ეტიროს, ყოველთვის ტირის. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ჩემს მხარეს იყო. თუმცა იცით, როდესაც ომში ადამიანებს არ კლავ, ისინი შენს წინააღმდეგ მობრუნდებიან“, – თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი კომენტარს „სიენენთან“ საუბარში გამოეხმაურა ადამ კინზინგერი, რომელმაც ამ განცხადებას „ბავშვური“ უწოდა.
ბაიდენის წინასწარი შეწყალების აქტი ეხება აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელს, ენტონი ფაუჩის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილისა და კონგრესის წევრებს, რომლებიც იძიებდნენ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმას, მათ შორის ადამ კინზინგერს.
0
0