15/01/2025
17:22
მსოფლიო
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას თვეები, ან უფრო დიდი დრო დასჭირდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ტრამპის ორი მრჩეველი, რომელიც არჩეულ პრეზიდენტთან უკრაინის კრიზისს განიხილავდა, დარწმუნდა, რომ პრობლემის მოგვარებას რამდენიმე თვე დასჭირდება, ვიდრე ერთი დღე, როგორც ამას ტრამპი მის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა.
მათი თქმით, ერთ დღეში კონფლიქტის მოგვარება გამოწვეული იყო კონფლიქტის არასათანადო შეფასებით.
Reuters-ის მტკიცებით, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა კიტ კელოგმა რამდენიმე დღის წინ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ მას სურს კონფლიქტის გადაწყვეტის გზები 100 დღეში იპოვოს.
კელოგის მიერ დასახელებული თარიღიც კი „ძალიან, ძალიან ოპტიმისტურად“ ჟღერს ჯონ ჰერბსტისთვის, რომელიც აშშ-ის ყოფილი ელჩია უკრაინაში და ახლა ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში მუშაობს.
0
0