25/02/2022
12:53
პოლიტიკა
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სიტუაციაში საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, იმისთვის, რომ ეს ტრაგედია შეჩერდეს.
„უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია. სოლიდარობის გამოხატვა ჩვენს ქვეყანას შეგვიძლია და გამოვხატეთ ისე, როგორც გამოვხატეთ და ამის თაობაზე მოგახსენეთ. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია. სამწუხაროა და მე კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან დიდი გულის ტკივილით ვუყურებ იმ სცენებს, რაც უკრაინაში ხდება და როგორ იჩაგრება უკრაინელი ხალხი. ამ სიტუაციაში საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, იმისთვის, რომ ეს ტრაგედია შევაჩეროთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024