28/10/2024
17:27
სპორტი
26 ოქტომბერს, ,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლა, ილია თოფურიასა (16-0) და მაქს ჰოლოვეის (26-8) შორის გაიმართა.
დაპირისპირებაში გამარჯვებას, ილია თოფურია შესანიშნავი ,,ნოკაუტის” წყალობით, დაეუფლა.
ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.
შეხვედრას, თავიანთ ინტერნეტ პლათფორმებზე, უამრავი UFC-ის მებრძოლი გამოეხმაურა , ჩვენთვის ერთ-ერთი ყურადღება მისაქცევი, ბრიტანელი მებრძოლის პედი პიმბლეტის (22-3) კომენტარი გახდა, რომელმაც ჩვენებურის შესახებ განცხადება თავის YouTube-არხზე გააკეთა. ბრიტანელის თქმით ილიას
დამარცხება მას კვლას შეუძლია და ამისთვის მუდამ მზად არის.
,,ვერ დაველოდები იმას თუ როდის დაბრუნდება თოფურია მსუბუქ წონაში. მე ისევ ვფიქრობ, რომ მისი დამარცხება შემიძლია. მალე ვოლკანოვსკი რემატჩს მიიღებს და იმედი მაქვს, რომ ილიას გაანადგურებს, მაგრამ თუ ის კვლავ ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, მაშინ მე თოფურიას დასაჩოქებლად ნებისმიერ დროს მზად ვარ.” - ამბობს პედი პიმბლეტი.
შეგახსენებთ, ამ მებრძოლებს შორის კონფლიქტი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი ,,მატადორი” პიმბლეტს ფიზიკურად შეეხო. როგორც შემდგომ გაირკვა, თოფურიამ ბრიტანელის მიერ საქართველოს შეურაცხყოფა და დაცინვა ვერ აიტანა, რის გამოც პიმბლეტს საკადრისი პასუხი გასცა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024