11/10/2024
11:04
სამართალი
სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხ მოლაშქრეს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “სივრცეს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამეგრელოს რეგიონში ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსკისის გაჩინარების შესახებ ინფორმაცია ფეისბუკგვერდმა Trekking in the Caucasus-მა გაარრცელა. არსებული ინფორმაციით მოლაშქრე ტობავარჩხილის ტბის მიდამოებში გაუჩინარდა. ის სკურიდან ხაიშში გადასვლას გეგმავდა. ბოლოს ის კირნახონას თავშესაფართან ნახეს 28 სექტემბერს.
სტანისლავ კოსკისის ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ:
"იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ეწვია ტობავარჩხილის ტბების მიდამოებს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში (ან იცნობს ვინმეს, ვინც ამ პერიოდში იყო) და შეხვდა მას - ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია მისი მდებარეობის, ადგილსამყოფელის ან მოგზაურობის გეგმების შესახებ, რაც მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დაგვეხმარება ძალიან სასარგებლო იქნება." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024