11/09/2024
09:07
სპორტი
ალბანეთთან საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარი ემოციების შესახებ მედიასთან ისაუბრეს. მათ ჩატარებული მატჩი შეაფასეს.
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია ამბობს, რომ რთული თამაში იყო.
"რთული თამაში იყო, განსაკუთრებით - პირველი ტაიმი. ალბათ, ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ სამი დღის წინ ითამაშა თამაში. პოზიციური თამაში იყო. ალბათ, გარდამტეხი პირველი გოლი იყო. მომენტი ვერ შეგვიქმნა ალბანეთმა. თითოეული ფეხბურთელი თავის პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად უდგება - მიხარია, რომ ასე სერიოზულად ვუდგებით ყველა თამაშს და ასეთი წარმატება გვაქვს," - განაცხადა გურამ კაშიამ.
ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - "ჯვაროსნებმა" მეტოქეს ანგარიშით 0:1 სძლიეს. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით, საქართველო ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მას, საერთო ჯამში, 6 ქულა აქვს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024