02/10/2021
16:20
პოლიტიკა
როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ბოკუჩავამ განაცხადა, „საქართველოს გათავისუფლებასთან ერთად, მისი გათავისუფლება იქნება ავტომატური“.
შესვლას სჭირდება პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობა, მე ამ დრომდე ველოდებოდი თანხმობას, ახლა მიღებულია და შესაბამისად შევძლებ რომ შევიდე დაწესებულებაში. მოგეხსენებათ, რომ იმყოფებოდა გუშინ სახალხო დამცველი. მან გაიგო ინფორმაცია მის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მეც მქონდა მასთან საუბარი, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადად შევძლოთ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. როგორც ის წერილში ამბობს, ახლა მისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებასთან ერთად მისი გათავისუფლება იქნება ავტომატური და ჩემი აზრით, მისმა თავგანწირვამ უნდა მისცეს მაგალითი თითოეულ ჩვენგანს, რომ თითოეული მოქალაქე მივიდეს საარჩევნო ყუთთან. დღეს ქვეყნის ბედი წყდება და პრეზიდენტი სააკაშვილის თავგანწირვამ ჩემი აზრით, ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ბრძოლაა დღეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
0
0