18/06/2023
18:48
კულტურა
The Guardian ქართული კინემატოგრაფიით, განსაკუთრებით კი, ელდარ შენგელაიას შემოქმედებით დაინტერესდა. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემა “ცისფერი მთების” შემდეგ, ახლა უკვე “შერეკილებს” მიმოიხილავს.
„ელდარ შენგელაიას ახირებული კომედიის დასასრული აუცილებლად მოგგვრით სიცილს", — წერს The Guardian-ის კინოკრიტიკოსი პიტერ ბრედშოუ და შერეკილებს 5-დან 4 ვარსკვლავით აფასებს.
ბრედშოუს და დასავლელ მაყურებელს ქართული კინოკლასიკის ნახვის საშუალება სტრიმინგპლატფორმა Klassiki-ზე მიეცათ, სადაც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ფილმოგრაფიაა განთავსებული.
„ესაა არასერიოზულობის ზეიმი, რომელიც რიჩარდ ლესტერის ან ტერი გილიემის ნამუშევრის ქართველი ბიძაშვილი გეგონება. ამ ექსცენტრიკული, უცნაური ფანტაზიის მთელი ეფექტი კი ბოლო 15 წუთშია", — ვკითხულობთ ბრედშოუს მიმოხილვაში.
რეცენზიის დასასრულს, მიმომხილველი ამბობს, ნეტავ, "თვითმფრინავი" ცოტა ადრე გამოჩენილიყო ფილმში, მის ყოველ დანახვაზე ხომ სიცილს ვერ შეიკავებო.
„ამ ყველაფერში არის რაღაც ძალიან უმწიკვლო", - წერს მიმომხილველი.
“შერეკილები” ელდარ შენგელაიამ 1973 წელს, რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით გადაიღო.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024