16/01/2024
01:06
სპორტი
ლონდონში გაიმართა ფიფას ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი - The Best 2023, რომლის გამარჯვებული გახდა ლიონელ მესი.
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა "ალბისელესტეს" ბოლო სამუნდიალო ტრიუმფში, ცოტა ხნის წინ მერვედ მოიგო "ოქროს ბურთი" (2010-15 წლებში "ფრანს ფუტბოლი" ფიფა-სთან ერთად ავლენდა გამარჯვებულს), მესამედ გაიმარჯვა The Best FIFA Men's Player-ის უმთავრეს ნომინაციაში.
ცნობისთვის, დაჯილდოების ცერემონიას ლიონელ მესი არ დასწრებია.
სხვა ნომინაციების გამარჯვებულები გახდნენ:
მწვრთნელი (კაცებში): პეპ გვარდიოლა
მწვრთნელი (ქალებში): ზარინა ვიგმანი
მეკარე (კაცებში): ედერსონი
მეკარე (ქალებში): მერი ირპსი
ფერენც პუშკაშის ჯილდო: გილერმე მადრუგა
საუკეთესო XI (კაცები): "მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლობა 6 ფეხბურთელით
საუკეთესო XI (ქალები): ინგლისის ნაკრების წარმომადგენლობა 7 ფეხბურთელით
"ფეარ ფლეი": ბრაზილიის კაცთა ნაკრების ფეხბურთელები რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში
ფანების ჯილდო: გულშემატკივარი კაცი ახალშობილით არგენტინაში ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩზე
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ქალ მოთამაშედ ესპანელი აიტანა ბონმატი დაასახელეს.
მესიმ მწვრთნელების, ნაკრებების კაპიტნების, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვაში ერლინგ ჰალანდსა (ნორვეგია) და კილიან მბაპეს (საფრანგეთი) აჯობა, ხოლო ბონმატიმ ჯენიფერ ერმოსოსა (ესპანეთი) და ლინდა კაისედოს (კოლუმბია).
lelo.ge
0
0
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024