26/03/2024
19:56
სხვადასხვა
ახალი ამბების თოქ-შოუს პირდაპირ ეთერში, სახელწოდებით The Project, ავსტრალიელი ტელეწამყვანი როვ მაკმანუსი სიკვდილს ძლივს გადარჩა. ეს ყველაფერი გველის გამო მოხდა, რომელიც მას ყელზე ჰყავდა შემოხვეული. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
გადაცემის ფორმატის მიხედვით, წამყვანებს უწევდათ ინტერვიუს ჩატარება რთულ პირობებში „გადარჩენის“ ელემენტებით. სწორედ ამიტომ შოუს რეჟისორებმა შესთავაზეს გველის ჩამოკიდება მხარზე. წამყვანები დათანხმდნენ ექსპერიმენტს და არ სჯეროდათ, რომ ეს შეიძლებოდა ძალიან საშიში იდეა ყოფილიყო.
ასე რომ, სანამ თანაწამყვანი გადაცემას წარადგენდა, გველმა დაიწყო მაკმანუსის კისერზე ძლიერად მოჭიმვა. ამის შემდეგ ის ნორმალურად ვერ სუნთქავდა.
"ბიჭებო, ეს სიგიჟეა! მათ შეეძლოთ როუვის დახრჩობა იქ", - თქვა თანაწამყვანმა მაიკლმა, რომელმაც შეამჩნია, რომ მამაკაცს სახე შეეცვალა.
თუმცა, თავად მაკმანუსს თავიდან გაეცინა, მაგრამ, მოგვიანებით გაწითლდა და ანერვიუდა, როცა გველმა სხეულზე შემოხვევა დაიწყო. თუმცა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
0
0