23/12/2021
14:26
საზოგადოება
ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისას განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელია საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პანსიონის აღმზრდელები ბენეფიციარების მიმართ ძალადობის და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის არაერთ ფორმას იყენებდნენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოიკვეთა პანსიონის თანამშრომლების მხრიდან ბენეფიციარების სავარაუდო ბულინგი და ჩაგვრა კანის ფერის და ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, პანსიონში მცხოვრები ბავშვების ძალადობისა და ჩაგვრის სავარაუდო ფაქტებზე, კიდევ ერთხელ, ნათლად მიუთითებს და მოწმობს სიუჟეტი, სადაც ბავშვები მათ მიმართ, მათ შორის, მიმდინარე წლის პირველ ივნისს ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე ჰყვებიან, ხოლო ერთ-ერთი არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის ნინოობის დღესასწაულის წინა დღეებში, ოთახში შესვლისას ნახა, რომ ბავშვი მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ აღმზრდელს მასაჟს უკეთებდა, სავარაუდოდ, ფეხზე.
არასრულწლოვნები თავადაც აღნიშნავენ დასჯის ფორმად სიმინდისა და ხორბლის მარცვლებზე საათობით
დაჩოქების, საკვების გარეშე დატოვების, ღამეების თენების, დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.
ცემაზე „რეიკებითა“ და სახაზავებით, აღმზრდელების მიერ ბავშვებისთვის თვალების რეიტუზებით აკვრის გამოყენებას დღის საათებში დასაძინებლად. ასევე, გამოიკვეთა პანსიონის თანამშრომლების მხრიდან ბენეფიციარების სავარაუდო ბულინგი და ჩაგვრა კანის ფერის და ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე.
პანსიონში მცხოვრები ბავშვების ძალადობისა და ჩაგვრის სავარაუდო ფაქტებზე, კიდევ ერთხელ, ნათლად მიუთითებს და მოწმობს სიუჟეტი, სადაც ბავშვები მათ მიმართ, მათ შორის, მიმდინარე წლის პირველ ივნისს ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე ყვებიან, ხოლო ერთ-ერთი არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის ნინოობის დღესასწაულის წინა დღეებში, ოთახში შესვლისას ნახა, რომ ბავშვი მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ აღმზრდელს მასაჟს უკეთებდა, სავარაუდოდ, ფეხზე.
განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, პანსიონის ბენეფიციარების მიერ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებული შემთხვევების დასახელება. ძალადობის საკითხებზე სიუჟეტში საუბრისას ბავშვები მიუთითებენ დასჯის ფორმად საათობით დაჩოქების, ბუქნის გაკეთების, ცალ ფეხზე დგომისას დიდი სკამის დაკავების იძულებაზე.
როგორც ბავშვები აღნიშნავენ, დასჯა ერთი კვებიდან მეორე კვების პერიოდამდე გრძელდებოდა. ერთ-ერთი ბენეფიციარი საუბრობს აღმზრდელების მიერ მთელი ღამე დაჩოქების იძულებაზე და მითითებაზე, რომ თუ აღმზრდელი საბანს გადაიხდიდა, ბავშვებს უნდა დაეფარებინათ. თუ ამ დროს ბავშვებს ჩაეძინებოდათ, მათ სცემდნენ.
ტელევიზორის ყურებისას აღმზრდელები ბავშვებს მუხლებზე ადებდნენ ფეხებს და აიძულებდნენ მასაჟი გაეკეთებინათ. ერთ-ერთი ბენეფიციარი მიუთითებს, რომ ლოგინის თავზე დაარტყმევინეს თვალი. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველს ეუბნებოდნენ მომხდარის შესახებ, აღმზრდელები პანსიონის ყოფილი ზედამხედველისგან იღებდნენ შენიშვნას, თუმცა მისი წასვლის შემდეგ ბავშვებს უარესად ექცეოდნენ.
ამიტომ, არასრულწლოვნებს ეშინოდათ მომხდარი ვინმესთვის, მათ შორის, დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელისთვის ეთქვათ. პანსიონში ერთ-ერთი ვიზიტისას, სტუმრებს რომ არ შეემჩნიათ, ბავშვს ჩალურჯებული თვალის დასაფარად პუდრი წაუსვეს.
არასრულწლოვანთა მდგომარეობის არათუ არაეფექტიან შეფასებაზე, არამედ უფლების შესაძლო კიდევ ერთ დარღვევაზე მიუთითებს სახელმწიფო სოციალური მუშაკების რეაგირება ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის გავრცელებულ ფაქტებზე. კერძოდ, საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის პროცესი, როდესაც ატირებულ ბენეფიციარებს პანსიონის ყოფილი ხელმძღვანელი ესაუბრებოდა პანსიონიდან გასვლაზე და იმაზე, როგორ არ სურთ ბავშვებს დაწესებულების დატოვება“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
0
0