27/03/2024
11:39
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში ქურდობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. ცნობისთვის, კვირას "მთავარმა არხმა" მოამზადა სიუჟეტი თელავში ქურდობების სერიაზე, მათ შორის ერთ-ერთი მოქმედი პოლიციელის სახლში იყო.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ თელავში, სხვადასხვა დროს, ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ შ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბინებიდან მოპარული ნივთები", - წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0