13/03/2024
11:47
ეკონომიკა
Galt & Taggart-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში თბილისში 258.8 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც 4.9%-იანი წლიური ზრდაა.
მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ ამ ზრდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი პირველადი ბაზარი იყო (+22.8% წ/წ), რისი მიზეზიც გაზრდილი ტრანზაქციებისა და ფასების კომბინაციაა.
Galt & Taggart-ის მონაცემებით, დედაქალაქში აღნიშნული პერიოდისთვის ჯამში 3 444 ბინა გაიყიდა, რაც იანვრის 6.3%-იანი წლიური ზრდის შემდეგ, წლიურად 0.9%-იანი ზრდაა.
„ეს ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით (+11.8% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 7.5%-ით შემცირდა. მეორად ბაზარზე გაყიდვების კლება სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის ($501-800/მ2) წილის კლება, რაც მზარდი ფასებით არის გამოწვეული.
bm.ge
0
0